Friday, April 27, 2012

სტამბული

სტამბოლი (თურქ. İstanbul) თურქეთის უდიდესი ქალაქია. მდებარეობსბოსფორის სრუტეზე ბუნებრივ ნავსაყუდელთან "ოქროს რქა" (თურქ. Haliç), ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. ოფიციალურად მდებარეობს ევროპასა და აზიაში, თუმცა, როგორც წესი, ევროპულ ქალაქად მოიხსენიება, შესაძლოა მისი წინამორბედი კონსტანტინოპოლის, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქის გავლენით. 2000 წლის აღრიცხვით ქალაქის მოსახლეობა 8.803.468 ადამიანს შეადგენდა (10.018.735 აგლომერაციაში), და ევროპის უდიდეს ქალაქთა შორისაა. ქალაქის გეოგრაფიული კორდინატებია 41° N 28° E. სტამბოლის პროვინციის დედაქალაქია.
ბერძენ კოლონისტთა პირველმა დასახლებამ ბიზანტიუმი სახელი მათი ლიდერი მეგარელი ბიზასგან მიიღო. ახ.წ. 324 წელს ის რომის იმპერიის აღმოსავლეთის დედაქალაქი გახდა იმპერატორ კონსტანტინე დიდის' მიერ. ბიზანტიუმს ნოვა-რომა დაარქვეს თუმცა ამ სახელით მისი მოქალაქეები არ მოხიბლულან და ქალაქი მალე ცნობილი გახდა როგორც კონსტანტინოპოლი - "კონსტანტინეს ქალაქი". რომისა და დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ კონსტანტინოპოლი ხდება ერთპიროვნული დედაქალაქი ქვეყნისა, რომელსაც ისტორიკოსები ამჟამადბიზანტიის იმპერიას უწოდებენ. ეს იმპერია კულტურულად ბერძნული იყო და ამგვარად ბერძნული ორთოდქსული ქრისტიანობის ცენტრი ხდება რომთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ. ამ პერიოდში შენდება აქ მრავალი საუცხოო ტაძარი თუ ეკლესია, მათ შორის განუმეორებელი აია-სოფია - ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი საკათედრო ტაძარი. კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბერძნული ორთოდოქსული ეკლესიის სულიერი ლიდერის ტახტი დღემდე სტამბოლში რჩება.
1453 წელს ოსმალეთის თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ის ოსმალეთის იმპერიის ნაწილი და მალე მისი დედაქალაქი ხდება. დაპყრობამდე თურქები ქალაქს სტამბოლს უწოდებდნენ, თუმცა ოფიციალურად სახელი ქუსტანტანია ( القسطنطنية ) გამოიყენებოდა, რაც არაბულად "კონსტანტინეს ქალაქს" ნიშნავს. ქალაქს ოფიციალურად სტამბოლი მხოლოდ 1930 წლის 28 მარტს დაერქვა.

პარიზი

პარიზი (ფრანგ. Paris [paˈʁi] (პაღი)) — საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად ”სინათლის ქალაქი” (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.

მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.

პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2004 წლის მონაცემებით 2.144.700 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 9,9 მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 11,5 მილიონი (1999).

პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.

მსოპლიოს უდიდესი ქალაქები

qalaqebi

ნიუ-იორკი

ნიუ-იორკი (ინგლ.: New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.[1][2][3] მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი» (ინგლ.: „Big Apple“)

ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა.

ქალაქის ფარგლებში ხუთი რაიონია (ძვ. სტილით საგრაფო): ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს გაუსწორდებოდა.

ნიუ-იორკი ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის იმიგრანტებს იზიდავს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისევე როგორც მთელი აშშ-დან, რომელნიც ქალაქში მისი კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ნიუ-იორკი ამჟამად უდიდეს ამერიკულ ქალაქთა შორის კრიმინალის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა.